ფეხბურთი

17:21 | 20.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მიულერი გატანილი გოლის გამო 7 თვე იუქმებს (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის პირველი ტურის მერე “ჰამბურგის” ნახევარმცველ ნიკოლაი მიულერს თავს უცნაური ამბავი გადახდა. გერმანელმა ფეხბურთელმა “აუგსბურგის” კარი მერვე წუთზე აიღო და როგორც შემდგომ გაირკვა, გამარჯვების გოლიც გამოდგა.

თითქოს, ამაზე კარგი რა უნდა ყოფილიყო, საკუთარ გუნდს მისმა გოლმა სამი ქულა მოუტანა, მაგრამ...

მაგრამ, საქმე ისაა, რომ მიულერმა გოლის აღნიშვნის ეპიზოდში მუხლი დაიზიანა (კუთხურს ალამს მიარტყა) და როგორც გამოკვლევამ აჩვენა ფეხბურთის თამაშს 6-7 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

მოკლედ, ნიკოლაი მიულერს ერთი პატარა უზუსტობა ძვირად დაუჯდა და ლამის მთელი სეზონის გამოტოვებაც მოუწევს – თურმე, ასეთებიც ხდება.

0.115596