ფეხბურთი

16:43 | 20.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძე და სვანაძე - "ნეფთჩის" მწვრთნელობის კანდიდატები

ბაქოს "ნეფთჩის", დიდი ალბათობით, მწვრთნელი შეეცვლება. უმაღლესი ლიგის დებიუტანტ "საბაილთან" 0:1 წაგების მერე, ბაქოელთა თავკაც აბდულაევს სკამი შეერყა, მის შესაძლო შემცვლელებს შორის კი ქართველებსაც ასახელებენ: კახა ცხადაძესა და ზაურ სვანაძეს.

ცხადაძე, როგორც იცით, ამჟამად თავისუფალია: ბოლოს ალმათის "ქაირათში" მუშაობდა. რაც შეეხება სვანაძეს, ის ბაქოს "ინტერს" თავკაცობს და კლუბის ფინანსური კრიზისის ფონზე, კარგადაც უძღვება საქმეს. "ნეფთჩი" კი "ინტერზე" ბევრად მაღლა დგას ფინანსური თვალსაზრისით.

0.113053