ტურინის “იუვენტუსისა” და “კალიარის” მატჩში იტალიური ფეხბურთისთვის ისტორიული ფაქტი დაფიქსრდა. საქმე ისაა, რომ ვიდეო რეფერი სერია A-ში პირველად ჩაერთო საქმეში.
პენალტი კი “კალიარის” სასარგებლოდ “იუვეს” კარში დაინიშნა, თუმცა სარდინიელებმა გატანა ვერ მოახერხეს. თამაშის შემდეგ ვიდეო რეფერის შესახებ კომენტარი მასიმილიანო ალეგრის სთხოვეს, რომელსაც ორიგინალური პასუხი ჰქონდა მომზადებული:
“ვიდეო რეფერიზე, ისევე, როგორც მსაჯებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საბედნიეროდ, ჩვენს კარს ჯიჯი ბუფონი იცავს – იგი ისევ საუკეთესოა”, - აღნიშნა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, “იუვენტუსმა” “კალიარი” მარიო მანჯუკიჩის, პაულო დიბალასა და გონსალო იგუაინის გოლებით 3:0 დაამარცხა. ჯანლუიჯი ბუფონამ კი, 39-ე წუთზე პენალტი მოიგერია და კარი მშრალად შეინახა.