ფეხბურთი

22:40 | 19.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლოგიკური ფრე "დავით პეტრიაშვილზე"

"საბურთალო" და "სამტრედია" ერთმანეთს ფრეზე გაეყარნენ. მასპინძლებმა პირველი ტაიმი მოიგეს, თუმცა გია ცეცაძის გაწვრთნილებმა მეორე ნახევარი უკეთ ჩაატარეს, ანგარიში გაათანაბრეს და გამარჯვებაც შეეძლოთ.

თავიდან, საწყის წუთებში "სამტრედია" მწვავედ უტევდა, გოლი კი მე-19 წუთზე თავად მიიღო. ლაშა შინდაგორიძემ ჭკვიანურად ჩააწოდა შორეულ ძელთან და დავით ვოლკოვმა თავურით გახსნა ანგარიში - 1:0.

ვერ ვიტყვით, რომ "სამტრედია" ამის შემდეგ უკეთ გაისარჯა, პირიქით, საბურთალოელები უფრო გათამამდნენ და მოედნის ცენტრში სისწრაფის ხარჯზე შეძლეს კიდეც თამაშის სასურველ კალაპოტში ჩაყენება. პირველ ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა შანსი: ჯერ გიორგი მჭედლიშვილის გარღვევასა და პასს მოჰყვა ნიკა საბანაძის დარტყმა და გაგი მარგველაშვილმა გამოიტანა ბურთი, დამატებაზე ისევ საბანაძე ცდილობდა გატანას და მეკარე ლაზარე კუპატაძემ მოიგერია. მოგვიანებით, კუპატაძემ ბალდესაც აუღო. თავის მხრივ, "საბურთალოსაც" ჰქონდა მწვავე შეტევები და გიორგი ხარაიშვილის დარტყმა ვერ შედგა, ასევე, ნოდარ იაშვილმა გარედან მოარტყა ბურთი ბადეს.

მეორე ტაიმი საკმაოდ აქტიურად დაიწყეს სტუმრებმა და გოლიც ლოგიკური იყო: გიული მანჯგალაძემ საჯარიმო შეასრულა, ბურთი ხარიხას მოხვდა და გადმოვარდნილს საბანაძემ დაამატა თავით - 1:1.

ამის შემდეგ, თითქოს უფრო "სამტრედია" აქტიურობდა და 10-15 წუთის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა კიდეც, თუმცა "საბურთალოს" მცველები კარგად მოქმედებდნენ. საპასუხოდ კი საკმაოდ მწვავე იყო თბილისელთა კონტრშეტევები - ხარაიშვილმა რამდენჯერმე სცადა შორიდან გატანა და ხან ომარ მიგინეიშვილი თამაშობდა კარგად, ხან ბურთი კარს სცდებოდა.

როვნული ლიგა. 23-ე ტური

თბილისი. დავით პეტრიაშვილი

საბურთალო (თბილისი) - სამტრედია 1:1 (1:1)

საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი (თედორე გრიგალაშვილი 46), ცნობილაძე, ლაკვეხელიანი (ნადარაია 67), თარხნიშვილი, მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, შინდაგორიძე, მუეცი (ჩაბრაძე 57), ვოლკოვი

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე (გოგიაშვილი 14), კასრაძე, ბალდე, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე (ჯიქია 74), მარკოზაშვილი, გი, რაჟამაშვილი, საბანაძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გოლები: 1:0 ვოლკოვი (19), 1:1 საბანაძე (52)

გაფრთხილება: ლაკვეხელიანი, თარხნიშვილი, ნადარაია - მარკოზაშვილი

მსაჯი: ხარიტონაშვილი

23-ე ტურის 20 აგვისტოს მატჩები

17:30. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. კოლხეთი - ლოკომოტივი

20:30. თბილისი. დინამო არენა. დინამო თბ - ჩიხურა

0.114217