ფეხბურთი

3:30 | 19.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ღამურებმა” გამარჯვებით დაიწყეს

ლა ლიგის 2017/2018 წლების სეზონის პირველ სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა და ორივე მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა. სეზონის განხსნითი მატჩი “ესტადიო მუნიციპალ დე ბუტარქეზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ლეგანესმა” “ალავესის” დამარცხება მოახერხა.

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო, ორივე დაპირისპირება წუთიერი დუმილით დაიწყო და დანარჩენ რვა შეხვედრაშიც ასე იქნება. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, თამაში მასპინძელთა კარნახით მიმდინარეობდა და ტერიტორიულ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა, შეიძლებოდა ყველაფერი სულ სხვაგვარად მომხდარიყო, მე-17 წუთზე მანუ გარსიას პენალტი რომ გაეტანა, მაგრამ პაჩეკოს ვერ აჯობა. გამოუყენებელი ეპიზოდის გამო, ბასკები მალევე დაისაჯნენ - შვიდ წუთში გაბრიელმა დამატებაზე იყოჩაღა და 2017/2018 წლების სეზონის ლა ლიგის პირველი გოლის ავტორი გახდა. როგორც შემდგომში გაირკვა, ეს გოლი 3 ქულის მომტანიც იყო და “ლეგანესმა” სეზონი მშვენივრად დაიწყო - 1:0.

მეორე მატჩში “ვალენსია” “მესტალიაზე” “ლას პალმასს” დაუხვდა და დიდი უპირატესობის მიუხედავად, მინიმალური სხვაობით იმარჯვა. “ღამურებმა” შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და სიმონე ძაძას ძალიან ზუსტი დარტყმით 22-ე წუთზე დაწინაურდნენ. “ლოს ჩემ” აქტიურობა გატანილი გოლის შემდეგაც განაგრძო, ხოლო 33-ე წუთზე ალენ ჰალილოვიჩის გაძევების შემდეგ “ღამურები” უდიდეს სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ.

მეორე ნახევარში მასპინძლებს არაერთხელ შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ ჟოაო კანსელოს, სიმონე ძაძას და როდრიგო მორენოს არ უმართლებდათ. მთელი მატჩის განმალობაში შესანიშნავად ითამაშეს კარლოს სოლერმა, სიმონე ძაძამ და ჟოაო კანსელომ, რომელმაც “ვალენსიას” მაისურით ბოლოჯერ ითამაშა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა თამაშის დასრულების შემდგომ თავი ვეღარ შეიკავა და “მესტალიაზე” შეკრებილ პუბლიკას ტირილით დაემშვიდობა. როგორც ჩანს, ჟოაოს “ვალენსიას” დატოვება არ სურდა, თუმცა როგორც კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინიო ტორალმა აღნიშნა, მოცემულ სიტუაციაში ასე იყო საჭირო. ცნობისთვის, კანსელო “ინტერში” გადადის, ხოლო “ვალენსიაში” სანაცვლოდ ჟოფრი კონდოგბია და ჯეისონ მურილიო ითამაშებენ და პორტუგალიელი ფეხბურთელიც სწორედ ამ ორ ტრანსფერს შეეწირა.

ლეგანესი – ალავესი 1:0 (1:0)

ლეგანესი, “ესტადიო მუნიციპალ დე ბუტარქე”

ლეგანესი (4-2-3-1): კუელარი, მანტოვანი, მუნიოსი, ზალდუა (ბუსტინზა 80), დ.რიკო, ერასო (ელ ჟარი 70), რ.პერესი, შიმანოვსკი, გაბრიელი, ომარი (მორანი 65), გერერო.
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

ალავესი (4-4-2): პაჩეკო, ალექსისი, ელი, ვიგარაი, ალფონსო (ე.ერნანდესი 75), ვაკასო (პინა 63), მ.გარსია, იბაი, ბურგუი, სობრინო (რომერო 62), კ.სანტოსი.
მწვრთნელი: ლუის ზუბელდია

გოლი: გაბრიელი (24)
გაფრთხილებები: ვაკასო
მსაჯი: მუნუერო მონტერო

მე-17 წუთზე მ.გარსიამ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

ვალენსია – ლას პალმასი 1:0 (1:0)

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-4-2): ნეტო, ვეზო, გარაი, ნ.ვიდალი, გაია, მედრანი (ნ.ხილი 73), პარეხო, სოლერი (მაქსიმოვიჩი 89), კანსელო, როდრიგო (მინა 79), ძაძა.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

ლას პალმასი (4-1-4-1): ჩიჩიზოლა, ხ.ნავარო, ბიგასი, სიმონი (მაჩედო 85), დ.კასტელიანო, ლემოსი (ხ.კასტელიანო 78), ჰალილოვიჩი, ვიერა, ვიტოლო, პლასერესი (ს.არაუხო 78), კალერი.
მწვრთნელი: მანოლო მარკესი

გოლი: ძაძა (22)
გაფრთხილებები: ძაძა, პარეხო, გაია – ხ.ნავარო, ბიგასი, სიმონყ
გაძევება: ჰალილოვიჩი (33)
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.163075