საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის A დივიზიონში გადასვლის ხელსაყრელი შანსი ვერ გამოიყენა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ევროჩემპიონატის B დივიზიონის ნახევარფინალში ჰოლანდიასთან ბოლო წუთებზე წააგო და მთავარი მიზნის მისაღწევი პირველი მცდელობა ხელიდან გაუშვა. თუმცა საქართველოს ნაკრებს კიდევ რჩება ელიტარულ დივიზიონში გადასვლის შანსი - 19 აგვისტოს, მე-3 ადგილისთვის მატჩში ქართველები დიდ ბრიტანეთს ხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში მომავალი წლისთვის A დივიზიონში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ.
არადა, ქართველები ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან. მართალია, ჰოლანდია ძალიან კარგი გუნდია და მატჩის უდიდეს ნაწილში ლიდერობდა, თუმცა მესამე პერიოდში ჩვენებმა იძალეს და დაწინაურდნენ. შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე საქართველოს ნაკრების წინამძღოლმა რატი ანრონიკაშვილმა სამქულიანი ჩააგდო და ჩვენები 58:53 დააწინაურა, თუმცა... ჰოლანდიელებმა აქცენტი შორ სროლებზე გადაიტანეს და მიჯრით ჩაგდებული სამქულიანების წყალობით 8:0 გაქცევა მოაწყვეს.
ჰოლანდია ჯერ 61:58 დაწინაურდა, შემდეგ კი უპირატესობა 5 ქულამდე გაზრდა და თამაშისთვის განკუთვნილი დროც ამოიწურა. დასანანი მარცხი განიცადეს ქართველებმა, რომლებსაც B დივიზიონში მე-3 ადგილის დაკავების შანსი დარჩათ, რაც მომავალ წელს ელიტაში ასპარეზობის გარანტია. ჩვენს ნაკრებს, კარგი შანსი აქვს, ჯგუფურ ეტაპზე დამარცხებისთვის თან რევანში აუღოს დიდ ბრიტანეთს და ამავდროულად A დივიზიონის საგზურიც მოიპოვოს.
B დივიზიონის მატჩი მე-3 ადგილისთვის, რომელიც საქართველოსთვის ფინალის ტოლფსია, 19 აგვისტოს, თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.
ჰოლანდია - საქართველო 67:62 (სტატისტიკა)
gbf.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მართალია ეს თამაში მოიგო 32 ნომერმა ფეიქრიშვილია მგონი, თუ ვიტყვით რო ერთმა კაცმა მოიგო და არა გუნდმა ,
ვითამ რო მოუგო უნგრულ გუნდს ერთი 20 წლის წინ, ის გამახსენდა.
ხო მაგარი იყო ქარაბაკმა ჩააგდო ბოლო წამზე, მარა მანმდე სანაძის სამიანები იყო გადამწყვეტი 11 ქულა დაუგაჩეს მგონი ერთ წუთში თუ ცოტა მეტში.
კიორმენდი იყო, დარბაზში ვიყავი.
ერთი ისე ვერ გავიგე ბოლოს რა გააკეთეს ბრიტანელებმა. ჯერ ფარზეც არავინ დადგა და ბურთი მარტივად მოგვახსნევინეს, ამოტანის საშუალებაც მარტივად მოგცეს, მერე დაცვაში სტატიკურად დადგნენ ცოტა გაუგებარი იყო..
ვიღაცას ქართველები ძაან უყვარს

მაგარი ბიჭი იზრდება 4 ნომერი მაგარი თამაში შემოატრიალეს.ჰოლანდიასთან რომ დაგვემართა კონაღამ ისე გამეორდა,მაგრამ გაგვიმართლა.ჰოლანდიასთან წაგება მწვრთნელის ბრალი იყო ბოლოს ისეთი კალათბურთელები შემოიყვანა რომლებსაც თამაში არ წაუვიდათ 23 24 და 69 ნომრები 5 ქულიანი უპირატესობა წამებსი გაანიავეს და იქეთ მოგვიგეს 5 ქულით
ყოჩაღ ბიჭებო!! იმედია ამ თაობიდან ეროვნული ნაკრების ბევრი მოთამაშე გვეყოლება!!
უცუდესი ჩავარდნა ქონდათ შეტევაში მესამე მეოთხედოი ბოლოს და მეოთხის დასაწყისში მთელ 11-12 წუთში მხოლოდ 4 ქულა ჩააგდეს !ამის გამო იყო 8 ქულით ვიგებდით და ბრიტანელები 5 ქუილით გავიდნენ წინ ასეთი უშედეგო მონაკვეთი მე პირადად არ მახსოვს რომელიმე გუნდს ჰქონოდეს @
ბრავო ეს რა იყო ცუდად ვარ... მადლობა ბიჭებს აი ანდრონიკაშვილმა ხომ ბევრი შეცდომა დაუშვა მაგრამ თითოეულ მომენტში იგრძნობოდა. რომ დიდი მომავალი აქვს და მინუსებს ასაკის მატებასთან ერთად აღმოფხვრის...ხო მართლა 32ნომრის გვარი მინდა სასწრაფოდ და კლეი დამითაგეთ
Dტიპმა რა პროცენტით ისროლა მეორე ტაიმში ხო ვაბშე არ გაუმაზავს...და ბოლოს მადლობა მწვრთნელებს ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ მათაც არანაკლები სასწაული მოახდინეს... მიყვარხართ ქართველებო
ერთიც ვთქვათ:
თავდადებისა და შესანიშნავი თამაშის მიუხედავად, თამაშს ვერ მოვიგებდით, მეტოქესაც აურაცხელი რაოდენობის შეცდომები რომ არ დაეშვა და ბოლო წამებზე ამდენი ჯარიმები რომ არ გაეფუჭებინათ.
მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ დღეს იღბალიც ჩვენს მხარეზე იყო და ღვთის წყალობაც.
ფერისცვალებას გილოცავთ ამ გამარჯვებასთან ერთად!
გაიხარე
ვაა მოიგეს ყოჩაღ ბიჭებს. ვერ ვუყურე. ვამბობდი ჯგუფში ძალით წააგეს ამათან მეთქი და არ მიჯერებდნენ.
ვუყურე მაგ თამაშს და გაქცევის მერე მართლა აღარ გამოუდიათ თავი, ასეთი რამე ყველგან ხდება, გააჩნია ბადეს.
სასწაული თამაში შემოატრიალა ჩვენმა 4 ნომერმა (ანდრონიკაშვილი) ძალიან მაგარი გამთამაშებელი გვეზრდება და ეხლავე უნდა მაგას მიხედვა ! იქნება ზაზამ ჩაუწყოს ნბა ს რომელიმე ფარმ კლუბი მაგარი იქნებოდა !
თამაშს უყურე?
_ ვინ შემოატრიალა თამაში? 9 დაკარგვა ქონდა..პირადად აგებდა თამაშს.თამაში შემოატრიალა ფეიქრიშვილმა.ბიჭს 5/5 სამიანი ქონდა, 1/1 ორიანი და 4/4 ჯარიმა..100% ! ...ყველას რატი აკერია პირზე და ამ ბიჭზე არავი არაფერს ამბობს..სასწაული ხალხი ვართ
)
სრული სიმართლეა გეთანხმები
სჯობს ჩაუწყოს ის რომ 120 ლარის მაგიერ უფასოდ იყოს აკადემიაში მასთან
)))ნბა კი არა
თამაშს უყურე?
_ ვინ შემოატრიალა თამაში? 9 დაკარგვა ქონდა..პირადად აგებდა თამაშს.თამაში შემოატრიალა ფეიქრიშვილმა.ბიჭს 5/5 სამიანი ქონდა, 1/1 ორიანი და 4/4 ჯარიმა..100% ! ...ყველას რატი აკერია პირზე და ამ ბიჭზე არავი არაფერს ამბობს..სასწაული ხალხი ვართ
)
მუჰაობა უნდა ზალიატ ტვიტ დაჯერებულია დგეს რომ ცაეგოტ კველა მაგას იტკოდა მაგან ცააგოო...რახან მოიგეს ტან მაგის დამსახურებიტ კველაპერი გადაპარა მაგან...გუჰინაც და დგესაც ბევრი დაუპიქრებელი ბურტი დაკარგა ტუ უკურე ტამაჰს დამეტანხმები საერტოდ რ აკეტებს პასს
პასებს არ აკეთებს იმიტომ რომ მწვრთნელის დავალებაა თავის თავზე აიღოს თამაში აბა ისე თავისი ინიციატივა რომ იყოს 1-2 წუთსაც არ აათამაშებდა კი არა საერთოდ გამოაგდებდა ნაკრებიდან
რა თქმა უნდა.
როდის ვთქვი ის რაც ვთქვი? ამ ასაკობრივს უდგას ორი საუკეთესო შედარებით ყველა სხვა ასაკისგან მწვრთნელები. მუშაობენ,სწავლობენ და აღწევენ წარმატებას. საღოლ
გილოცავთ ყველას! ამ ბიჭებმა და მათმა მწვრთნელებმა მართლაც დაიმსახურეს ა დივიზიონში გადასვლა (იქ რომ ძნელი იქნება დარჩენა, ეს უკვე სხვა საკითხია). ჩვენმა 4 ნომერმა კი რაც ნერვები მომიშალა თავისი ხშირად არაკოლექტიური მოქმედებების გამო, სულ ბოლოს ათმაგად გამიხარა გული სწორედ რომ შესანიშნავი ინდივიდუალური გარღვევისა და გადამწყვეტი 2 ქულიანი წყალობით
+1
ბოლო 26 წამში 5 ქულა დაქაჩეს საღოლ
გოლოცავტ კველას გილოცავტ ემოციურო ფონი კი იკო მარა მესმის კველასი
უფფ
ავოეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე, არ მჯერა, ეს რა სასწაულიაააააააააააა, ნამდვილი სასწაული!
ბოლო წამს მოვიგეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთთთ!!!!!!!!!!!!!!
მიყვარხართ, ბიჭებოოოოოოოოოოო!!!!!!!!!!
ამ ბიჯმა მანერვიულა გუჰინაც და დგესაც მარა ბოლოს რაც ქნა ეს კველაპერს პარავსსსსს
გილოცავთ
ბრავო ბიჭებს ეს იყო სასწაული რომელიც ალბათ 10 წელიწადში ერთხელ ხდება. პირველი მეოთხედის მერე ვინ იფიქრებდა ამ თამაშის მოგებას. ყოჩაღ ბიჭებო
რაც ეხლა მოხდა ესეტი რამ არასდროს არ მახსოვს...საგოლ ბიჯებს მანერვიულეს კი ზაან..გული აგარ მივარგა
მეც პირველად ვნახე ასეთი რამ ცხოვრებაში! პირველად ქართველების შესრულებით. მართალია გული მიბრაგუნებს, მაგრამ რას დავეძებ, ასეთი სიხარული დიდი ხანია არ განმიცდია
დათოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
აუ იმ ბიჭს მეგონა დათო ერქვა რატი ყოფილა DDDDDDDD
ეეჰ, ისევ ჩავისვარეთ სულ ბოლოს...
47:43
აუუუუ, მგონი სასწაული მწიფდება! არადა, პირველი ტაიმის მერე თავის დანებებას ვაპირებდი
ეგერე რა
ამოუქაჰეს ცოტა
ამ მაიმუნა ბავჰვს ვინმემ უტხრას რო ესგუნდური ტამაჰია რამდენადაც კარგია იმდენად ცუდ გადაცკვეტილებებს იგებ რა
20-4...გადაგვიარეს...ჰოლანდია იყო შანსი რა
დიახ, სწორედ ჰოლანდიასთან იყო ნაღდი შანსი. იმ თამაშისგან განსხვავებით, აქ მე თავიდანვე არ მქონია მოლოდინები
stripslashes((strlen('http://www.fiba.basketball/europe/u16b/2017/videos/Great-Britain-v-Georgia-Live-3rd-Place-FIBA-U16-European-Championship-2017-DIV-B')>0?'http://www.fiba.basketball/europe/u16b/2017/videos/Great-Britain-v-Georgia-Live-3rd-Place-FIBA-U16-European-Championship-2017-DIV-B':'http://www.fiba.basketball/europe/u16b/2017/videos/Great-Britain-v-Georgia-Live-3rd-Place-FIBA-U16-European-Championship-2017-DIV-B'))
სად უნდა უყუროთ? ლინკი იცით ვინმემ ?
გენაცვალეთ ბიჭებო ! ეს არც ვიცოდი შანსი თუ გვქონდა კიდევ.. დარწმუნებული ვარ ყველაფერს დადებენ მოედანზე ! წარმატებები ბიჭებო !
დასანანი მარცხი.
რას ვიზამთ, იმედია ბრიტანეთს ვაჯობებთ
ოე კომენტები რატომ წაშალეთ???