“ვალენსიამ” ლონდონის “არსენალის” ცენტრალური მცველი გაბრიელ პაულისტა გაიფორმა. აღნიშნული ინფორმაცია “ღამურების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
ესპანურმა კლუბმა 26 წლის ფეხბურთელს ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევრო იქნება.
პაულისტას ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. ის 2013-2015 წლებში “ვილიარეალის” ღირსებას იცავდა, საიდანაც “არსენალში” გადავიდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “მეთოფეების” მაისურით 64-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.