საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების წევრები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად დამატებით დაფინანსებას მიიღებენ.
ახალი პროექტი, რომელსაც ძიუდოს ფედერაცია მხარდამჭერი სპონსორების - „ზედაზენისა" და „პე ეს პეს" დახმარებით ახორციელებს, არა მხოლოდ წარმატებული ჩემპიონების გაზრდას, არამედ განათლებული თაობის აღზრდას ემსახურება.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის განცხადებით - ეროვნული, ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრების წევრები, რომლებიც წარმატებულნი იქნებიან სწვალაში და მოხვდებიან უმაღლეს სასწავლებებში, თუმცა რიგი მიზეზების გამო, ვერ მიიღებენ სრულ გრანტს სახელმწიფოსგან, შეღავათს მიიღებენ და მათი სწავლის გადასახადი სრულად უზრუნველყოფილი იქნება ძიუდოს ფედერაციის მიერ.
პროექტს ასევე მხარს უჭერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მისასალმებელია ძიუდოს ფედერაციის მხრიდან ახალგაზრდა და წარმატებული სპორტსმენების მხარდაჭერა მათი სწავლა-განათლების მიმართულებით.
აღნიშნული პროგრამით მომდევნო სასწავლო წელს უკვე რამდენიმე ქართველი ძიუდოისტი ისარგებლებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროგრამა ქართული სპორტის რეალობაში პირველად ხორციელდება.
სამინისტროს პრესსამსახური