ჩოგბურთი

14:00 | 18.08.2017 | ნანახია 1273 - ჯერ

მუგურუსა ცინცინატის მასტერსის მეოთხედფინალშია

უიმბლდონის ჩემპიონი ესპანელი გარბინიე მუგურუსა ბლანკო ცინცინატის მასტერსის 1/4-ფინალში გავიდა.

მუგურუსამ 1/8-ფინალში დაძაბულ ბრძოლაში მსოფლიო რეიტინგის მე-17 ნომერ მედისონს ქიზს 6:4, 3:6, 7:6 აჯობა. გადამწყვეტ, მესამე სეტში ქიზი 6:5-ს იგებდა და მატჩზე აწვდიდა, ესპანელმა სამი მატჩ-პოინტი გადაარჩინა და სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც 7:3 იმარჯვა.

მეოთხედფინალში მუგურუსა რუს სვეტლანა კუზნეცოვას დაუპირისპირდება, მატჩი 18 აგვისტოს თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:15 | 18.08.2017
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

შერჩა ამ გოგოს ჩვენი ავტორისგან - "გარბინიე":>

0.155108