კალათბურთი

11:01 | 18.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეჯო ემილია” მარკოიშვილის გადაბირებას ცდილობს

იტალიური კლუბი “რეჯო ემილია” საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის მანუჩარ მარკოიშვილის დამატებას ცდილობს.

მარკოიშვილს ტრავმის გამო 2016/17 წლების სეზონი მთლიანად გაუცდა, ამჟამად მანუჩარი თავისუფალი აგენტია და კონტრაქტი ჯერჯერობით არცერთ გუნდთან არ გაუფორმებია.

ქართველი მსროლელი ბოლოს, 2015/16 წლების სეზონში თურქულ “დარუშაფაქაში” თამაშობდა.

0.11488