საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის 1/8-ფინალში ჯარედ დონალდსონთან 4:6, 6:7 დამარცხდა. მატჩი საათსა და 37 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში 4:4-ზე დონალდსონმა ბრეიკი შეასრულა. მეორე პარტიაში ნიკა 2:0 დაწინაურდა, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, საბოლოოდ სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა და ჯარედმა 7:4 იმარჯვა.
ნიკამ 5-დან ერთი ბრეიკი შეასრულა, ხოლო დონალდსონმა 12-დან - 2.
ბასილაშვილმა ცინცინატის ტურნირზე ორი ეტაპი დაძლია, ჯერ ბორნა ჩორიჩს 6:3, 7:6 აჯობა, შემდეგ კრისტოპ ჰარისონს 6:3, 6:3 მოუგო.
ნიკამ 90 სარეიტინგო ქულა და 62 180 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.