ფეხბურთი

0:52 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორია - სავარაუდოდ, იჯარით "ანჟიში"

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია, დიდი ალბათობით, მახაჩყალის "ანჟიში" გააგრძელებს კარიერას. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ლორია სამარის "კრილიადან" იჯარით წავა დაღესტნურ კლუბში.

"ანჟი" რუსეთის პრემიერლიგაშია და ამ გუნდში ჯაბა ლიპარტია თამაშობს. მწვრთნელი გახლავთ ვადიმ სკრიპჩენკო, რომელიც გასულ სეზონში სწორედ ლორიას "კრილიას" თავკაცობდა.

გიორგის ტრავმა ჰქონდა, თუმცა ვარჯიში დაიწყო.

0.131855