საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა კიევში, ვიქტორ ბანიკოვის ხსოვნის ტურნირზე. გიორგი ნემსაძის გაწვრთნილებმა შთამბეჭდავად დაიწყეს: 4:0 მოუგეს ბელარუსს.
ქართველთაგან პირველ ტაიმში გოლები გაიტანეს ხვიჩა კვარაცხელიამ ("დინამო") და ზურაბ დავითაშვილმა ("დინამო"), მეორე ნახევარში კი შოთა ნონიკაშვილმა ("საბურთალო") და ცოტნე ჩოთალიშვილმა ("საბურთალო") დაამატეს.
ჩვენი ჯგუფის პარალელურ მატჩში, მასპინძელმა უკრაინამ 3:1 სძლია ესტონეთს. მეორე ჯგუფში კი თამაშები ასე დასრულდა: სლოვაკეთი-ლატვია 2:1, სლოვენია-ისრაელი 4:1.
საქართველო U17 - ბელარუსი U17 4:0
საქართველო: ხარშილაძე, კაპანაძე (ჯანგველაძე 41), გელაშვილი (ბაქრაძე 70), ნონიკაშვილი (ჭავჭანიძე 57), აზაროვი (ჩარკვიანი 55), კვარაცხელია (ბენდიანიშვილი 61), ჩოთალიშვილი, გულიაშვილი (თუდები 61), დავითაშვილი (ლომთაძე 61), მექვაბიშვილი, შალიკაშვილი (ლორთქიფანიძე 55)
17 აგვისტოს, მეორე ტურში საქართველო უკრაინას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.