ფეხბურთი

18:28 | 16.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენი მეტოქე პოლონეთი: გორში კაპუსტკაც ითამაშებს

როგორც იცით, 1 სექტემბერს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს გამართავს. გია გეგუჩაძის გუნდი გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე პოლონეთს დაუხვდება.

ქართველთა თავკაცს შემადგენლობა არ დაუსახელებია, პოლონელთა მწვრთნელმა ჩესლავ მიხნიევიჩმა კი ჯერ მხოლოდ ლეგიონერთა სია გამოაქვეყნა. მქუხარე სახელის მქონე კლუბებში ჰყავთ ფეხბურთელები: "ლივერპული", "დორტმუნდი", "ფიორენტინა", "სამპდორია"...

მიხნიევიჩის სიაშია გარემარბი ბარტოშ კაპუსტკაც, რომელმაც შარშან ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. შარშანვე, კაპუსტკა ინგლისურმა "ლესტერმა" იყიდა, თუმცა იქ კარიერა ვერ აეწყო და გერმანულ "ფრაიბურგში" გაანათხოვრეს.

აქვე, პოლონელთა 8 ლეგიონერი:

კამილ გრაბარა (მეკარე, ლივერპული), ბარტოლომეი დრაგოვსკი (მეკარე, ფიორენტინა), პაველ ბოშნიევიჩი (მცველი, უდინეზე), კრისტიან ბელიკი (მცველი, ბირმინგემი), დავიდ კოპაჩი (ნახევარმცველი, დორტმუნდი), დავიდ კოვნაცკი (ნახევარმცველი, სამპდორია), ოსკარ სავადა (თავდამსხმელი, კარლსრუე), ბარტოშ კაპუსტკა (თავდამსხმელი, ფრაიბურგი).

საქართველოსა და პოლონეთის გარდა, ჯგუფში არიან დანია, ლიტვა, ფინეთი და ფარერები.

0.127927