კალათბურთი

15:58 | 16.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნავარო ესპანეთის ნაკრების რეკორდსმენია

ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ვენესუელა 90:44 გაანადგურა. ეს მატჩი ხუან კარლოსისთვის ესპანეთის ნაკრებში 240-ე გამოდგა, რაც ყველა დროის რეკორდია. ნავარომდე ესპანეთის ნაკრებში ყველაზე მეტი თამაში ხუან ანტონიო სან ეპიტაფიოს ჰქონდა ჩატარებული (239 მატჩი).

37 წლის ნავაროს ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევრობასკეტის ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს მოგებული. ოლიმპიადაზე ხუან კარლოსმა ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე მის ანგარიშზე ერთი ოქროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113476