ამერიკის ღია პირველობის შარშანდელი გამარჯვებული სტანისლას ვავრინკა, ტრავმის გამო, წლის ბოლო დიდი სლემის ტურნირს გამოტოვებს. სტანისლასმა ოპერაცია გაიკეთა და აღდგენით პროცესს 5-6 თვე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვავრინკა კორტს 2018 წელს დაუბრუნდება.
სავადმყოფოში მყოფმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ტვიტერის პირად გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.