კატალონიის "ბარსელონა" გამალებით ცდილობს ბრაზილიელი ნეიმარის შემცვლელის პოვნას, მაგრამ ჯერჯერობით - უშედეგოდ. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანა" ბოლოს იტალიურ "ნაპოლის" დაუკავშირდა და ლორენცო ინსინიეს დათმობა შესთავაზა 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ.
თუმცა, ნეაპოლიტანელებმა კატალონელები უმალ უარით გაისტუმრეს, რადგან გუნდის ლიდერის გასხვისებას არანაირ ფასად არ აპირებენ. 25 წლის ინსინიემ გასულ სეზონში იტალიის სერია A-ში 37 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.
შეგახსენებთ, "ბარსელონას" ინტერესთა სფეროში "დორტმუნდის" შემტევი უსმან დემბელე და "ლივერპულის" გამთამაშებელი ფილიპე კოუტინიოც არიან.