ზაქარია ბეგლარიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა ესტონეთის ჩემპიონატში და ერთი საგოლ პასიც მიითვალა. "ფლორამ" გასვლაზე 3:0 მოუგო "კალევს", ქართველმა ნახევარმცველმა კი მე-80 წუთზე პენალტი შეაგდო.
ეს ბეგლარიშვილის მე-13 გოლია სეზონში (22 მატჩში). "ფლორა" 24 ტურის შემდეგ დაუმარცხებელია: 20 მოგება და 4 ფრე აქვს. გუნდი 7-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს.
ბეგლარიშვილი ესტონეთის სამგზის ჩემპიონია, ორჯერ თასი მოიპოვა და ოთხჯერაც - სუპერთასი.