ფეხბურთი

21:42 | 15.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო ბონუჩი: “მილანი” საფეხბურთო ოლიმპოზე უნდა დავაბრუნო”
“იუვენტუსმა” და ალეგრიმ კონკრეტული არჩევანი გააკეთეს”

ლეონარდო ბონუჩის “მილანში” გადასვლიდან ერთი თვე გავიდა – აქამდე არაერთი ვერსია დასახელდა იმისა, თუ რატომ დატოვა 31 წლის ფეხბურთელმა ტურინის “იუვენტუსი”.

Gazzetta Dello Sport-მა მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ მცველთან საინტერესო და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც მთლიანად “იუვენტუსსა” და “მილანზე” საუბარს დაეთმო. ბონუჩის განცხადებით, “იუვემ” და მასიმილიანო ალეგრიმ თავისი კონკრეტული არჩევანი გააკეთეს. ხოლო თავად “მილანში” გადასვლა ამბიციური პროექტის გამო გადაწყვიტა.

- როგორ გრძნობ თავს, როდესაც გმირი ხარ სეზონის დაწყებამდე?

- მგონია, რომ ეს უფრო მეტია ჩემდამი, ვიდრე სკეპტიციზმი. ეს ენთუზიაზმს მმატებს და უფრო მეტის მიღწევის სურვილს აღმიძრავს. სულმოუთმქელად ველოდები დებიუტს ამ შესანიშნავ სტადიონზე – “სან სიროს” უდიდესი ისტორია აქვს და ვიცი, როგორია აქ თამაში. მართალია არ ვთამაშობდი “მილანში”, მაგრამ ყოველთვის “სან სიროზე” შესვლისას აღფრთოვანებული ვიყავი.

- ტიფოზებს ეჭვი არ ეპარებათ: კაპიტნის სამკლავური შენი უნდა იყოს...

- მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. ყველაფერს გავიღებ ამ მაისურის დასაცავად პირველიდან ბოლო წუთამდე ყველა თამაშში.

- როგორ გადმოგცათ სამკლავური მონტოლივომ?

- ეს იყო კლუბის, მწვრთნელისა და გუნდის გადაწყვეტილება. რიკარდოს ამ თემაზე ვესაუბრე პირველივე დღიდან და მაშინაც, როდესაც ეს მოხდა. რიკარდო დიდი პიროვნება და დიდი ფეხბურთელია. მნიშვნელობა იმას აქვს, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო და არა კაპიტნობას.

- რას ნიშნავს იყო ლიდერი?

- მე მაქვს ქარიზმატულობა და გამაჩნია გამოცდილება. მქონდა იმის ბედნიერება, რომ ვყოფილიყავი ისეთი დიდი ლიდერების გვერდით და მესწავლა მათგან, როგორებიც ბუფონი, დელ პიერო და კიელინია. დანარჩენი მცირე დეტალებია. “მილანი” იმსახურებს, რომ დაუბრუნდეს მაღალ მიზნებს და ხელმძღვანელობას სწორედ ამას ითხოვს.

- მასიმილიანო ალეგრიმ ახლახან განაცხადა, რომ იგი მოგიაზრებდათ, როგორც მომავლის კაპიტანს “იუვენტუსში”...

- როგორც ვთქვი, ახლა ჩემთვის მნიშვნელობა მხოლოდ “მილანს” აქვს და “იუვენტუსი” წარსულია. მადლობას ვუხდი მას ყველაფრისთვის, მასთან ერთად გავხდი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი. მაგრამ, “იუვენტუსმა” ალეგრიმ გააკეთეს კონკრეტული არჩევანი და შემდეგ, შესაბამისად მეც.

- სინამდვილეში ალეგრიმ განაცხადა, რომ ეს იყო თქვენი გადაწყვეტილება...

- რა თქმა უნდა, მეც მქონდა ჩემი არჩევანი. ყველაფერი დაიწყო პორტუდან (ბონუჩი კლუბმა დასაჯა და განაცხადს მიღმა დატოვა – ავტ), მაგრამ მანამდეც იყო პატარა დეტალები, უფრო ნაკლებად აღმაშფოთებელი.

- ადრე თუ გვიან, ალეგრისთან შესაძლოა იტალიის ნაკრებში მოგიწიოთ მუშაობა...

- ჩვენ ვართ პროფესიონალები და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ იქნება.

- ისევ გაქვთ ურთიერთობა ყოფილ თანაგუნდელებთან?

- რა თქმა უნდა. გუშინ, კიელინის დაბადების დღე მივულოცე. რამდენიმესთან იტალიის ნაკრებში საერთო გზა მაქვს.

- “იუვენტუსიდან” “მილანში” გადასვლა განსაკუთრებული გამოცდილებაა...

- იმედია იგივეს გავაკეთებ “მილანისთვის, როგორც პირლომ “იუვენტუსისთვის”, როდესაც საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო.

- რატომ აირჩიეთ “მილანი”?

- იმიტომ, რომ ამ გუნდის პროექტი ყველაზე ამბიციურია. მე ვცხოვრობ გამოწვევებით და ფასონემ და მირაბელიმ მაგრძნობინეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ვიყავი. წინააღმდეგ შემთხვევაში გარიგება 48 საათში არ შედგებოდა. ეს არჩევანი არ გამიკეთებია ფულის გამო, რადგან უცხოეთიდანაც მიწვევდნენ, სადაც გაცილებით მეტის გამომუშავება შემეძლო.

- “იუვენტუსშიც” თავიდან ყველაფერი ნულიდან დაიწყო...

- ასეა. მე ვიპოვე ბევრი მსგავსება. დაახლოებით იგივე გზაზე ვართ, როგორც “იუვენტუსი” მაშინ, რომელიც ნელ-ნელა დიდ სიმაღლეზე ავიდა. “მილანშიც” იგივე გვსურს და ვიმედოვნებ, რომ 4 წელიწადში ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ. მინდა სახლში ყველა ტიტული წავიღო.

- როგორია შთაბეჭდილებები პირველი თვის შემდეგ?

- ეს არის ჩემი ახალი სახლი და ძალიან მომწონს. მოსვლის დღიდან შტაბეჭდილების ქვეშ ვარ და თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ამჟამად სასტუმროში ვცხოვრობ, მაგრამ სექტემბერში სახლში გადავალ. მე ნორმალური ცოხვრება მიყვარს და მინდა, ჩემმა შვილებმაც ასეთ გარემოში იცხოვრონ. მილანი ძალიან ლამაზი ქალაქია.

- საკმაოდ მშვიდი ჩანხართ...

- მე ახლა ისეთი მშიერი ვარ, როგორც არასდროს. ჩემი მიზანია “მილანი” დაბრუნდეს საფეხბურთო ოლიმპზე. ამისთვის ავირჩიე ეს გუნდი, აქ გამარჯვებისთვის ვარ.

- მაგალითად სკუდეტო?

- “იუვე” რჩება მთავარ ფავორიტად, თუმცა “ნაპოლისაც” კარგი შანსი აქვს. ახლა ჩვენ ორივეზე ერთი ნაბიჯით უკან ვართ, მაგრამ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ. “იუვენტუსისა” და “ნაპოლის” მერე კი ჩვენ, “ინტერი” და “რომა” მოვდივართ.

- და თუ ბელოტი ან ობამეიანგი მოვიდა?

- ბელოტი ძალიან შრომისმოყვარეა. მე არ ვიცი მოვა თუ არა, ის “მილანში”, მაგრამ თუ მოვიდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ძალიან კარგი დასასრული სატრანსფერო ბაზრის.

- თქვენ “იუვენტუსში” შვიდი წელი გაატარეთ, ხოლო “მილანში” 5 წლიანი კონტრაქტი გაქვთ. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ციკლი იქნება?

- სიმართლე გითხრათ ამ კლუბში ჩემს თავს დიდი ხნით ვხედავ და ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს.

- “იუვენტუსის” გულშემატკივრები ძალიან უკმაყოფილონი არიან. საკმარისია სოციალურ ქსელს შევხედოთ...

- თუ სოციალური ქსელის კომენტარებს დავუჯერებთ, მე 2011 წელს “იუვენტუსი” უნდა დამეტოვებინა, ხოლო ახლა “მილანში” არ უნდა გადავსულიყავი. ისინი შეურაცხყოფას მაყენებენ, რადგან შევიცვალე მაისური, მაგრამ სოციალურ ქსელში ადამიანი თავისუფალია და შეუძლია თქვას ის, რაც სურს.

- მონტელაზე რას ფიქრობთ?

- მე მასში გამარჯვების დიდ წყურვილს ვხედავ. ის ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია და დიდი მომავალი აქვს. იმედი მაქვს, მასთან ერთად გამარჯვებას მოვახერხებთ. მონტელას საფეხბურთო იდეები ძალიან მომწონს. აქამდე არასდროს მინახავს 4 მცველით ასეთი კარგი თამაში.

- ადრე თუ გვიან იგი ტაქტიკას 3 მცველზე გადააწყობს...

- ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია 3 მცველით ვთამაშობ თუ ოთხით. თუმცა, მართალია, რომ 3 მცველის ტაქტიკის დროს ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ თამაში გვიწევს.

- თქვენს თავს თუ ხედავთ მწვრთნელის ამპლუაში?

- რა თქმა უნდა. წინ კიდევ 4-5 წელი მაქვს მოსაფიქრებლად, თამაშს კი 6-7 წლის განმავლობაში ისევ შევძლებ და შემდეგ მწვრთნელობას დავიწყებ. ეს კონტესთან მუშაობამ შთამაგონა. მისი მსგავსი ცოტა თუ მინახავს. მინდა მომავალში ტიტულები მწვრთნელის რანგში აღვმართო.

სტატისტიკა
0.225979