გავიცნოთ 12 წლის იუსუფ მუკოკო. ის წარმოშობით კამერუნელია, მაგრამ გერმანიაში იზრდება და ბუნდესლიგის 15-წლამდელთა ჩემპიონატის 33 მატჩში 21 გოლი გაიტანა. მუკოკო "დორტმუნდის" ასაკობრივშია.
ამჯერად კი ბავშვი 17-წლამდელთა გუნდში დააწინაურეს, ანუ 5 წლით უფროსებში! მუკოკომ იქაც ბრწყინვალე დებიუტი მოიწყო: "უნტერატის" 17-წლამდელებთან (3:0) ორი გოლი გაიტანა.
რა თქმა უნდა, ასაკმა მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ბავშვის მამამ, ჯოზეფ მუკოკომ ახსნა-განმარტება გააკეთა:
"როგორც კი იუსუფი დაიბადა, კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში მდებარე გერმანულ საელჩოში დავარეგისტრირე. იუსუფი ვერანაირად ვერ იქნება ასაკით უფროსი, რადგან დედამისი მხოლოდ 28 წლისაა".
აქვე გთავაზობთ მუკოკოს გოლების ვიდეოს "დორტმუნდის" 15-წლამდელებში: "ვერდერისა" და "არსენალის" წინააღმდეგ.