იტალიურმა “მილანმა” “ფიორენტინასთან” ნიკოლა კალინიჩის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია და კონტრაქტი 16 აგვისტოს გაფორმდება.
მოლაპარაკების პროცესმა რამდენიმე კვირა გასტანა. კლუბები ფინანსურ მხარეზე ვერ თანხმდებოდნენ, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “როსონერიმ” 25 მილიონი ევრო და დამატებით ბონუსები შესთავაზა “იებს”.
გარიგება უკვე შედგა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ 15 აგვისტოს იტალიაში ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავენ, ამ დღეს ყველანაირი ბიზნესის კეთება აკრძალულია.