რუმინეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანმა" სტუმრად 1:2 წააგო "ვოლუნტარისთან" და მე-12 (ბოლოდან მესამე) ადგილზეა. დამარცხებულთაგან ერთადერთი გოლი ქართველმა მცველმა აკაკი ხუბუტიამ გაიტანა.
ხუბუტიამ 78-ე წუთზე 1:1 გახადა ანგარიში: კუთხურიდან ჩაწოდებულს ძლიერი თავური შეაგება. დარჩენილ დროში კი "გაზ მეთანმა" მაინც გაუშვა გოლი.
31 წლის ხუბუტიას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და "გაზ მეთანის" კაპიტანიც გახლავთ.