ფეხბურთი

21:52 | 14.08.2017 | ნანახია 5084 - ჯერ

"ლივერპული" გერმანიაში კოუტინიოს გარეშე წავიდა

ფილიპე კოუტინიო “ლივერპულს” უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში “ჰოფენჰაიმის” წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. მეტიც, ბრაზილიელი ფეხბურთელი გუნდს გერმანიაში საერთოდ არ გაჰყოლია.

Sky Sport-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი ისაა, რომ უახლოეს დღეებში კოუტინიო “ბარსელონას” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. აქვე გეტყვით, რომ უეფა ერთ სეზონში ევროტურნირებზე ორი სხვა და სხვა გუნდის რიგებში თამაშს ფეხბურთელებს უკრძალავს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, “ლივერპულის” ოფიციალური მაღაზიიდან 25 წლის შემტევის ბილბორდიც ჩამოხსნეს. ფილიპე კოუტინიო “ლივერპულის” რიგებში 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობს და “ბარსელონა” მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს იხდის.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:33 | 29.04.2017
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

პრემიერლიგაში მასპინძლები მართლა ამ კაცის დღეში არიან 5 თამაშიდან ვერცერთმა ვერ გაიტანა

20:42 | 29.04.2017
gogssi (3755)

ჩუკენა

19:57 | 29.04.2017
სანდრო მელუა (438)

რას ერჩით ამ კაცს?წლევანდელი არსენალის და ლესტერის თამაში არაა პორნოგრაფია?და თუ 60000 კაცი ცოცხალ პორნოgრაფიას უცქერდა ამან ტელეფონით რა დააშავა ვითომ?

22:06 | 29.04.2017
sabonis (9584)

DDDD მართალია.

19:05 | 29.04.2017
KoRBeN DaLLaS (24842)

მაგის ყურება ყველას გვევასება, მაგრამ სტადიონზე კაცოო ? DDDDDDDD

19:46 | 29.04.2017
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ხო მაგრამ ვინც გაუჩალიჩა ის მაგარი საცემია

0.080191
5084