ფეხბურთი

16:17 | 14.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

არბელოა: “რეალის” დამარცხება 12-მა კაცმაც ვერ შეძლო”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა მცველმა ალვარო არბელოამ “ბარსელონასთან” მოგებული ესპანეთის სუპერთასის პირველი მატჩის (3:1) შემდეგ ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა, რომ “სამეფო კლუბის” დამარცხება 12-მა კაცმაც ვერ შეძლო.

ამ კონკრეტულ მატჩში მრავალი სადავო ეპიზოდი იყო, მათ შორის პორტუგალიელი თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს გაძევება. არბელოამ სწორედ მსაჯის გადაწყვეტილებებზე გაამახვილა ყურადღება.

“მსაჯი დაგვცინის, თუმცა 12 კაცმაც კი ვერ შეძლო “რეალის” დამარცხება”, - დაწერა არბელოამ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის განმეორებითი შეხვედრა 16 აგვისტოს გაიმართება.

0.142054