ფეხბურთი

4:00 | 14.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “წითელი ეშმაკების” და “მამლების” შთამბეჭდავი სტარტი

პრემიერლიგის პირველი ტურის დასკვნით სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა და ორივე ლოგიკური შედეგით დასრულდა. “ტოტენჰემი” გასვლაზე პრემიერლიგაში დაბრუნებულ “ნიუკასლს” დაუპირისპირდა და ორი უპასუხო გოლის გატანა მოახერხა.

ლონდონური კლუბი მთელი შეხვედრის განმალობაში უპირატესობას ფლობდა, ხოლო 48-ე წუთზე ჯონჯო შელვის გაძევების შემდგომ, ისინი მთლიანად აკონტროლებდნენ თამაშის სცენარს და ამან მალევე გამოიღო შედეგი. 61-ე წუთზე კრისტიან ერიკსენის შესანიშნავი გადაცემა დელე ალიმ შეირგო და ანგარიში გახსნა, ხოლო 70-ე წუთზე იმავე ერიკსენის გადაცემით, ამჯერად ბენ დევისმა იხეირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2.

“მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემს” დაუპირისპირდა და მეტოქე ოთხბურთიანი სხვაობით გაანადგურა. “წითელმა ეშმაკებმა” ტაიმი რომელუ ლუკაკუს გოლით მოიგეს, რომელიც 33-ე წუთზე მარკუს რეშფორმა შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა და ბელგიელსაც გატანა აღარ გასჭირვებია. ოც წუთში ლუკაკუმ უკვე მხიტარიანის გადაცემა გამოიყენა და თავური დარტყმით დუბლი გაიფორმა. 87-ე წუთზე ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა ანტონი მარსიალმა გაზარდა, ხოლო 90-ე წუთზე პოლ პოგბამ შორეული გასროლით სხვაობა გამანადგურებელი გახადა – 4:0.

ნიუკასლი – ტოტენჰემი 0:2 (0:0)

ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”

ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი, ლეიუნი (მბემბა 34), კლარკი, დუმეტი (ლასკელესი 8), მანკილიო, შელვი, ჰეიდენი, ატსუ, ა.პერესი, რიტჩი, გაილი (მერინიო 76).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, ბ.დევისი, უოლკერ-პეტერსი, დემბელე (ვინკსი 90), დაიერი, ალი (ვანიამა 82), ერიკსენი, სისოკო (სონი 58), კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 0:1 ალი (61), 0:2 ბ.დევისი (70)
გაფრთხილებები: რიტჩი – კეინი, ბ.დევისი
გაძევება: შელვი (48)
მსაჯი: ანდრე მარინერი

მანჩესტერ იუნაიტედი – ვესტ ჰემი 4:0 (1:0)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ბაილი, ჯონსი, ბლინდი, ა.ვალენსია, პოგბა, მატიჩი, მხიტარიანი (ლინგარდი 88), მატა (ფელაინი 76), რეშფორდი (მარსიალი 80), ლუკაკუ.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ჰარტი, ოგბონა, რიდი, ზაბალეტა, მასუაკუ (კრესველი 81), ნობლი (რაისი 61), ობიანგი, ე.ფერნანდესი (სახო 60), ა.აიუ, არნაუტოვიჩი, ჩიჩარიტო.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გოლები: 1:0, 2:0 ლუკაკუ (33; 53), 3:0 მარსიალი (87), 4:0 პოგბა (90)
გაფრთხილებები: ბაილი, ა.ვალენსია – ზაბალეტა, ოგბონა
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

0.146947