საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ მერიის თასის მოგების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაცვაში კარგად თამაში არის ის კომპონენტი, რომელიც ევრობასკეტს მოაგებინებთ.
"დღეს გულშემატკივარს ორი თამაში ვაჩვენეთ. პირველ ტაიმში ვნახეთ, რომ როცა დაცვას არ ვითამაშებთ და ბევრ შეცდომას დავუშვებთ, ამის ფონზე ნებისმიერ გუნდს შეუძლია წინ გაიჭრას. მეორე ტაიმში კი ბიჭებმა მოვინდომეთ, ძალიან დიდი ენერგიით ვითამაშეთ დაცვაში და თავდასხმაშიც უკეთესად, ვიდრე პირველ ტაიმში და გამოჩნდა, რომ დაცვდან იგებენ თამაშებს.
კმაყოფილი ვარ იმით, რომ გავიმარჯვეთ, მთლიანობაში ძალიან ბევრი შეცდომები იყო დაცვაში. ვიცი სულ დაცვას ვახსენებ, მაგრამ ეს იქნება ის კომპონენტი, რომელიც ევრობასკეტზე თამაშებს მოგვაგებინებს”, - გვითხრა თორნიკე შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 31 აგვისტოს აიღებს სტარტს.