ფილიპე კოუტნიო “ბარსელონას” მიუახლოვდა? – ყოველშემთხვევაში დღეს, “ლივერპულის” ოფიციალური მაღაზიიდან ბრაზილიელი ფეხბურთელის დიდი ბანერი ჩამოხსნეს. უცხოური მედიის ინფორმაციით კი ეს პირდაპირ ნიშანია იმისა, რომ 25 წლის ნახევარმცველის ესპანურ გრანდში ტრანსფერს წინ აღარაფეი უდგას.
თავის მხრივ, აღნიშნულ თემაზე “უოტფორდთან” მატჩის შემდეგ იურგენ კლოპმაც ისაუბრა და ორაზროვანი განცხადება გააკეთა:
“ფილიპე მიდის? – ბოლო სიტყვა ყოველთვის კლუბზეა – ასე ვმუშაობთ”, - აღნიშნა გერმანელმა.
შეგახსენებთ, ფილიპე კოუტინიოს “ბარსელონაში” გადასვლა სურს და ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობასაც ამცნო. თავის მხრივ, ორიოდ დღის წინ “ლივერპულის” ოფიციალური ვეგვერდი იტყობინებოდა, რომ ფეხბურთელი დამდეგ სეზონსაც “ენფილდ როუდზე” გაატარებდა.
რა არის სიმართლე ალბათ ამას უახლოეს ხანებში გავიგებთ. ფილიპე კოუტინიო “ლივერპულში” 2013 წლის ზამთარში მივიდა, ხოლო მანამდე მილანის “ინტერის” რიგებში ირჯებოდა.