ფეხბურთი

16:20 | 13.08.2017 | ნანახია 1635 - ჯერ

MLS: ვილიას მორიგი შედევრი (+VIDEO)

ამერიკულ MLS-ში მორიგი ლამაზი გოლი გაიტანა დავიდ ვილიამ. "ნიუ იორკ სიტიმ" სტუმრად 2:0 აჯობა "ლოს ანჯელეს გელაქსის", ესპანელმა კი საჯარიმოს მისადგომებთან ორი მეტოქე მოატყუა და ჩახვეული დარტყმით ცხრიანში დაარტყა. ვილიამდე, ჯონათან ლუისმა მიითვალა გოლი.

როგორც იცით, ვილია რეკორდსმენია ნაკრებში გატანილი გოლების მხრივ - 59 გოლი 97 მატჩში.

"ელ გუახე" 35 წლისაა. მან წინა ტურში ჰეთ-თრიქი შეასრულა და საუცხოო ფორმაშია. "ნიუ იორკ სიტი" დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა, ვილია კი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია 17 გოლით.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:56 | 14.08.2017
RHP (3623)

თან დეულოფეუზე ნაკლები ახლაც რითია რო? ;დდდდდდდდდდდ

17:05 | 13.08.2017
KoRBeN DaLLaS (24838)

ამასაც შეუძლია მარცხნიდან შეტევა, თან ბარსაში აქვს საუკეთესო წლები გატარებული...
ჰოდა თუ პაულინიოს ჩინეთიდან წამოყვანა არ გაუჭირდათ, არც ვილიას ამერიკიდან გადმობირება არ იქნება ძნელი... არც ძვირი DDDDDDDDD

0.145137