დორტმუნდის “ბორუსია” აგრძელებს უსმან დემბელეს დასჯას და გუნდთან ერთად ვარიშს უკრძალავს. როგორც გერმანული გუნდის ვეგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ფრანგი ფეხბურთელი გაურკვეველი ვადით მთავარი გუნდიდან მოკვეთილია – მიზეზი კი დემბელეს “ბარსელონაში” გადასვლის სურვილია.
“დორტმუნდის ბორუსიამ გადაწყვიტა, უსმან დემბელეს პირველ გუნდთან ვარჯიში ისევ აეკრძალოს დაუზუსტებელი ვადით”, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი “ყვითლების” სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმაც გააკეთა:
“ჩვენი კონცენტრაცია ახლა მთლიანად ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩზე, “ვოლფსბურგისკენაა” მიმართული. დემბელეს კი შეუძლია ინდივიდუალურად ივარჯიშოს”, - განაცხადა ცორკმა.
შეგახსენებთ, უსმან დემბელე “ბარსელონაში” ნეიმარის პოტენციურ შემცვლელად ესახებათ. მიმდინარე კვირაში გერმანელებს უკვე დაბლოკეს კატალონიელთა ერთი წინადადება. ისე კი, “დორტმუნდი” ახალგაზრდა შემტევს 135 მილიონი ევროს ფარგლებში აფასებს.