ფეხბურთი

17:55 | 13.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაურ სვანაძე: "ძალით ვერავის დავტოვებთ"

ბაქოს "ინტერის" მწვრთნელმა ზაურ სვანაძემ განაცხადა, რომ ჩემპიონატის პირველ ტურში "გაბალასთან" მარცხის მიუხედავად (1:2), მისი გუნდი მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებს.

"შეგვეძლო, მინიმუმ ფრედ გვეთამაშა. ურიგო არ გამოვიყურებოდით, შანსები გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. გუნდიდან ბევრი ფეხბურთელი წავიდა. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? გაძლიერების უფლება არ გვაქვს (ძველი ვალის გამო, "ინტერს" აკრძალული აქვს ფეხბურთელების დარგისტრირბა - რედ), ამ დროს კი წამყვანი ფეხბურთელები მიდიან. ძალით ვერავის დავტოვებთ. ამასწინათ, არაერთმა ფეხბურთელმა "ინტერთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა" - ამბობს სვანაძე, რომელმაც ასევე ახალი, ერთწლიანი ხელშკრულბა გააფორმა კლუბთან.

0.109447