თბილისის "შევარდენი-1906"-ს გიორგი კიკნაძე წვრთნის. 41 წლის კიკნაძე რამდენიმე დღის წინ ჩაუდგა გუნდს სათავეში და მიზანიც გასაგებია: ლიგა3-დან ეროვნულ ლიგა2-ში გადასვლა. "შევარდენი-1906" ზედა ჯგუფში მოხვდა და 17 ქულით ლიდერობს.
თბილისის "დინამოსა" და გერმანული "ფრაიბურგის" ყოფილი ნახევარმცველი 2006-2007 წლების სეზონის პირველ ნახევარში რუსთავის "ოლიმპს" წვრთნიდა. იმ სეზონში "ოლიმპი" ჩემპიონი გახდა. პირველ წრეში კიკნაძე-ზამთარაძის დუეტი იყო, მეორში კი - რევაზ ძოძუაშვილი. შემდეგ, გიორგი თბილისის "ლოკომოტივსა" და ქუთაისის "ტორპედოსაც" თავკაცობდა ზაზა ზამთარაძესთან ერთად.
"შევარდენი-1906"-ში კიკნაძის თანაშემწე გახლავთ ახლო წარსულში ცენტრალური მცველი გიორგი დავითნიძე, რომელიც თბილისის "ამერის" კაპიტანი იყო.