"ზენიტის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ხავი გარსია კარიერას "ბეტისში" გააგრძელებს. ესპანელი სევილიურ გუნდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ტრანსფერის სანაცვლოდ კი რუსები 1.5 მილიონ ევროს მიიღებენ.
გარსიას "ზენიტამდე" წარმატებული კარიერა ჰქონდა. ფეხბურთელმა კარიერა მადრიდის "რეალში" დაიწყო და 2008/09 წლები სეზონში მთავარ გუნდში 19 მატჩი ჩაატარა. ამის შემდეგ გარსია "ბენფიკასა" და "მანჩესტერ სიტიში" თამაშობდა და პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა.