ფეხბურთი

13:44 | 13.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ვარელა "პენიაროლში" დააბრუნა

"მანჩესტერ იუნაიტედის" აწ უკვე ყოფილი მცველი გილერმო ვარელა მშობლიურ კლუბ "პენიაროლში" დაბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისურმა გრანდმა დაადასტურა და ფეხბურთელს მომავალში წარამეტაბ უსურვა. ჯერჯერობით უცნობია ტრანსფერის დეტალები.

ვარელა "წითელმა ეშმაკებმა" 2013 წელს დაიმატეს, თუმცა ფეხბურთელმა ვერ მოახერხა მთავარ გუნდში დამკვიდრება. ერთი სეზონი გილერმომ ახალგაზრდულ გუნდში გაატარა, შემდეგ კი "რეალის" სარეზერვო გუნდშიც თამაშობდა. 2015/16 წლების სეზონში ვარელამ "მანჩესტერის" რიგებში 11 შეხვედრა ჩაატარა და შემდეგ მცველი "აინტრახტში" გაანათხოვრეს.

0.111606