ძიუდო

10:31 | 13.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

სოფიო სომხიშვილის დასანანი ვერცხლი და გუნდურის მოლოდინი

საქართველოს 18-წლამდელ ძიუდოისტ გოგონათა ნაკრების წევრ სოფიო სომხიშვილს (+70 კგ) 2017 წლის სეზონის სრული ტრიუმფით დასრულებამდე ერთადერთი შეხვედრის მოგება დააკლდა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ჩილეს ქალაქ სანტიაგოში გამართულ მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სომხიშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაება და პოლონელ კინგა ვოლჟაკს მეორე წუთზე შესრულებული ლამაზი მოგვერდით სძლია. ბრაზილიელ ლუიზა კრუზს ვაზარით აჯობა და ნახევარფინალში გავიდა. იქ კი მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ ნომრად განთესილ ტუნისელ აბიდი ფატმას სამი შიდოს მისაღებად 59 წამი აკმარა.

გადამწყვეტ შეხვედრაში სოფიო სომხიშვილი ხორვატ ელენა ვუკოვიჩს დაეჭიდა, რომელსაც თვენახევრის წინ, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშიც შეხვდა და მოუგო. ამჯერად კი გამარჯვება ვუკოვიჩს დარჩა, "ოქროს დროში”, მე-6 წუთზე მოპოვებული ვაზარით.

გუშინვე, ვაჟთა ბოლო ორ წონით კატეგორიაში – 90 და +90 კილოგრამებშიც გამოვლინდნენ მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები. საქართველოს ნაკრებს ორივე წონაში ორ-ორი მონაწილე ჰყავდა, მაგრამ საპრიზო სამეულები ჩვენებურთა გარეშე შეივსო. გიორგი კარიაული და მიხეილ ბექაური (ორივე 90 კგ) სანტიაგოს ტატამზე მხოლოდ თითოჯერ გავიდნენ. კარიაული იაპონელ კენშინ მორისთან დამარცხდა, ხოლო ბექაური – რუსეთის ნაკრების წევრ საიდ გაჯიევთან.

ალექსი სვიანაძემ და ლევან ჭელიძემ (ორივე +90 კგ) მე-7 ადგილი დაიკავეს. ძირითად ბადეში გამოსვლა ორივემ მეოთხედფინალში დაასრულა. რეპეშაჟში კი უმალ წააგეს.

საქართველოს ვაჟთა და გოგონათა ნაკრებები მსოფლიოს პირველობაზე 13-კაციანი შემადგენლობით გამოვიდნენ და 4 მედალი მოიპოვეს. ლაშა ბექაური (73 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ლუკა კაპანაძე (55 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+70 კგ) ფინალში დამარცხდნენ, მარიამ ჭანტურიამ (63 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

არაოფიციალურ საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები 64 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-6 ადგილზე გავიდა. ოფიციალური გუნდური ჩემპიონატი კი დღეს საღამოს დაიწყება და ბრძოლაში ვაჟთა და გოგონათა შერეული გუნდები ჩაებმებიან.

გუნდურში რვა წონითი კატეგორიაა. გოგონების წონებია 44, 52, 63 და +70 კილოგრამები, ხოლო ვაჟების - 55, 66, 81 და +90. საქართველოს ნაკრებს გოგონებში 44 კილოგრამში მონაწილე არ ეყოლება. შესაბამისად, ერთ ქულას ყველა მეტოქეს უბრძოლველად დაუთმობს.

რაც შეეხება წილისყრას, ქართველ ძიუდოისტებს აშკარად არ გაუმართლათ - სატურნირო ბადეში ა ქვეჯგუფში მოხვდნენ და ჩემპიონატს იტალიასთან შეხვედრით გახსნიან. გამარჯვების შემთხვევაში კი მეოთხედფინალში დიდი ალბათობით, იაპონიას დაუპირისპირდებიან. პირველ ნომრად განთესილი აზიელები იქამდე უნგრელებს დაეჭიდებიან.

მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში სულ 18 ქვეყნის ნაკრები ჩაებმება.

ძიუდო

მსოფლიოს ჩემპიონატი

18-წლამდელები

სანტიაგო

9-12 აგვისტო

ვაჟები

50 კგ

1 ალდი დე ოლივეირა (ბრაზილია)

2 მაკსუდ ოჩილოვი (უზბეკეთი)

3 სზანად ფეჟკო (უნგრეთი)

3 დაან მოესი (ჰოლანდია)

55 კგ

1 მიჰრაჩ აკკუში (თურქეთი)

2 ლუკა კაპანაძე (საქართველო)

3 აბრეკ ნაგუჩევი (რუსეთი)

3 ჰიტოიში სუმი (იაპონია)

60 კგ

1 კაზბეკ ნაგუჩევი (რუსეთი)

2 ნურზატ სალიმბაიევი (ყაზახეთი)

3 ნარმანდახ ბაიანმუნხი (მონღოლეთი)

3 ჰაიატო კონდო (იაპონია)

66 კგ

1 რანტო კაცურა (იაპონია)

2 მარკ ხრისტოვი (ბულგარეთი)

3 ჯამოლოდინ აბდულოევი (ტაჯიკეთი)

3 კიგან იანგი (კანადა)

73 კგ

1 ლაშა ბექაური (საქართველო)

2 დაიკი ნაკაჰაში (იაპონია)

3 არმენ აგაიანი (რუსეთი)

3 მუჰამედ კოჩი (თურქეთი)

81 კგ

1 ეუგენ მატვეიჩუსი (მოლდოვა)

2 აქუსტინ გილი (არგენტინა)

3 სერიკბოლსან შინტასი (ყაზახეთი)

3 ბენედეკ ტოთი (უნგრეთი)

90 კგ

1 ედუარდ სერბანი (რუმინეთი)

2 კენშინ მორი (იაპონია)

3 საიდ გაჯიევი (რუსეთი)

3 ბენჟამინ კენდრიკი (კანადა)

+90 კგ

1 მინიონგ კიმი (სამხრეთ კორეა)

2 დავიდ ბაბაიანი (რუსეთი)

3 ომერ აიდინი (თურქეთი)

3 იონას შრეიბერი (გერმანია)

7 ალექსი სვიანაძე (საქართველო)

7 ლევან ჭელიძე (საქართველო)

ქალები

40 კგ

1 მარინა ვორობიოვა (რუსეთი)

2 ივანა ნიკოლიჩი (ჩერნოგორია)

3 ანასტასია ბალაბანი (უკრაინა)

3 ჯენტე ვერსტრაეტენი (ბელგია)

44 კგ

1 ჰარუკა კავაბატა (იაპონია)

2 იონგ ჰუნგ კიმი (ჩრდილოეთ კორეა)

3 ამანდა არაეში (ბრაზილია)

3 კარლოტა ავანცატო (იტალია)

48 კგ

1 ბრიგიტა ვარგა (უნგრეთი)

2 მაშა ბალჰაუსი (გერმანია)

3 იანა გუშენბერგი (გერმანია)

3 აიკო ვატანაბე (იაპონია)

52 კგ

1 სეია ბალჰაუსი (გერმანია)

2 ფაიზა მოკდარი (საფრანგეთი)

3 მინა კობაიაში (იაპონია)

3 სზოფი ოზბაში (უნგრეთი)

57 კგ

1 იუჰე კიმი (სამხრეთ კორეა)

2 ნატალია კროპსკა (პოლონეთი)

3 ჯოვანა ფუსკო (იტალია)

3 ჰარუკა ნაკაია (იაპონია)

63 კგ

1 აიანო იუკი (იაპონია)

2 გაბრიელა მორაეში (ბრაზილია)

3 მარიამ ჭანტურია (საქართველო)

3 ანაბელ ვინციგი (გერმანია)

70 კგ

1 მარლენ გალანდი (გერმანია)

2 მილენა სილვა (ბრაზილია)

3 რაფაელა იგლი (გერმანია)

3 რიზუ მაცუმოტო (იაპონია)

+70 კგ

1 ელენა ვუკოვიჩი (ხორვატია)

2 სოფიო სომხიშვილი (საქართველო)

3 ლუიზა კრუზი (ბრაზილია)

3 აკიჰო იონეკავა (იაპონია)

გუნდური ჩათვლა

ო ვ ბ V VII

1 იაპონია 3 2 7 0 0

2 გერმანია 2 1 4 1 0

3 რუსეთი 2 1 3 4 2

4 სამხრეთ კორეა 2 0 0 0 0

5 ბრაზილია 1 2 2 2 3

6 საქართველო 1 2 1 0 2

7 უნგრეთი 1 0 3 0 2

8 თურქეთი 1 0 2 3 2

9 ხორვატია 1 0 0 0 1

10 მოლდოვა 1 0 0 0 0

10 რუმინეთი 1 0 0 0 0

0.128367