ფეხბურთი

0:55 | 13.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაი" არაბიძეს ეპატიჟება

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი არაბიძე შესაძლოა თურქეთის სუპერლიგის გრანდში, "გალათასარაიში" ვიხილოთ. აღნიშნულ ინფორმაცია თურქული გამოცემა Transfer Merkezi ავრცელებს. თუმცა, წყარო სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ არაბიძეს დონეცკის "შახტარში" დარჩენა არ სურს, რადგან მთავარ გუნდში თამაშის შესაძლებლობა არ ეძლევა. აქამდე გიორგის მიმართ ინტერესს მოსკოვის "ლოკომოტივი" იჩენდა, მაგრამ ფეხბურთელს რუსეთში კარიერის გაგრძელება არ სურს. გარდა ამისა, მან უკრაინის პრემიერლიგის რამდენიმე გუნდის წინადადებაც უარყო.

გავრცელებული ინფორმაცია გიორგის აგენტმა მიხეილ მეტრეველმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაადასტურა:

"გარდა ამისა, ბუნდესლიგის, ერედივიზიონისა და ლა ლიგის გუნდები", - დაწერა მეტრეველმა.

შეგახსენებთ, არაბიძემ ბოლო ორი სეზონი "დონბასელთა" მეორე გუნდში გაატარა და მიუხედავად იმისა, რომ იქ გამორჩეული იყო, პირველ გუნდში თამაშის შანსი თითქმის არ მისცემია. გიორგი არაბიძის ანგარიშზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 4 მატჩი და სამი გოლია.

0.116525