ფეხბურთი

23:26 | 12.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: არველაძის 6:0, ჭანტურიშვილის საგოლე პასი, მაკარიძის უთამაშებლობა

პორტუგალიაში გიორგი მაკარიძის ახლანდელი და ყოფილი გუნდები უგოლოდ დაშორდნენ ერთამანეთს: "მორეირენსე" და "ფეირენსე". მაკარიძე განაცხადში არ ყოფილა. გადაწყვეტილია, რომ გიორგი ამ ზაფხულს კლუბს შეიცვლის. "მორეირენსეც" თანახმაა, რომ ქართველი მეკარე გაყიდოს.

უზბეკეთის ჩემპიონატში შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ფახთაქორმა" შინ 6:0 მოუგო ფარგონას "ნეფთჩის" და მეოთხე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ 53-ე წუთამდე გოლი არ იყო გასული.

არველაძის გუნდი 11 ქულით ჩამორჩება ლიდერ ტაშკენტის "ლოკომოტივს", რომელმაც სტუმრად 4:0 აჯობა "სოგდიანას". "ლოკომოტივის" შემადგენლობაშია ექს-ფახთაქორელი კახა მახარაძე, რომლმაც შეუცვლელად ითამაშა.

სლოვაკეთში ვახტანგ ჭანტურიშვილის "ტრნავა" ლიდერობს (4 ტურის შემდეგ 12 ქულა), ამჯერად 2:0 მოიგო სტუმრად "რუჟომბეროკთან". ჭანტურიშვილმა საგოლე პასი გააკეთა. ცხრილის შუაშია გიორგი ბერიძის "ტრენჩინი", რომელმაც "პოდბრეზოვასთან" 1:1 დაასრულა მატჩი. ბერიძე შეუცვლელად გაისარჯა.

რუსეთში "ანჟიმ" 1:3 წააგო მოსკოვის "დინამოსთან" და ბოლოსწინა საფეხურზეა. დამარცხებულთა შორის ბოლო 23 წუთი ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ.

უნგრეთში ბაჩანა არაბულის "ბალმაზუივაროში" სტუმრად 1:3 დამარცხდა "ჰალადაშთან". არაბულმა 80 წუთი ითამაშა. ბაჩანას გუნდს 5 ტურში 5 ქულა აქვს.

აზერბაიჯანის ჩემპიონატი დაიწყო და პირველ ტურში ზაურ სვანაძის გაწვრთნილი "ინტერი" 1:2 დამარცხდა "გაბალასთან".

0.116868