მადრიდის “რეალი” და ზინედინ ზიდანი თანამშრომლობას განაახლებენ. ესპანური მედიის ცნობით, ფრანგი სპეციალისტი უახლოეს დღეებში კლუბთან კონტრაქტს 2020 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და ყოველ სეზონში ანაზღაურების სახით 8 მილიონ ევროს მიიღებს.
აღნიშნული ინფორმაცია უკვე თავად ზიზუმაც დაადასტურა:
“ძალიან ბედნიერი ვარ. ეს არის ნდობის ნიშანი და ეს ნიშნავს, რომ სამუშაოს კარგად ვასრულებ”, - განაცხადა 45 წლის სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, ზინედინ ზიდანმა “რეალი” 2016 წლის იანვარში ჩაიბარა და 1,5 წელიწადში 6 ტიტული მოაგებინა: ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ამდენჯერვე ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.