ფეხბურთი

13:00 | 12.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველია – ტურის MVP!

მოსკოვის “ლოკომოტივისა” და საქართველოს ნაკრების მცველი სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის მე-5 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ავტორიტეტული გამოცემა Championat.com-ი ტრადიციულად ყოველი ტურის მერე ატარებს გამოკითხვას და საუკეთესოს ავლენს. ქართველმა საბოლოოდ 12 ქულით ყველას აჯობა და ტურის MVP-იც გახდა.

სოლომონმა 1 ქულით აჯობა კრასნოდარელ ივან იგნატიევს, ხოლო მესამე ადგილზე “ურალის” წევრი იაროსლავ გოძიური გავიდა 7 ქულით.

აღნიშნულ გამოკითხვაში მონაწილეობენ როგორც გულშემატკივრები, ისე სპეციალისტები, ჟურნალისტები და რუსეთის პრემიერლიგის ხელმძღვანელები, რომელებიც თავიანთ საუკეთესო სამეულს ასახელებენ. აღსანიშნავია, რომ სოლომონი სპეციალისტთაგან დინიარ ბილიალედტინოვმა და ალექსეი საფონოვმა გამოარჩიეს პირველი ადგილით, ხოლო ანატალო ბიშოვეცმა მეორე ადგილი არგუნა.

თავის მხრივ, პრემიერლიგის ხელმძღვანელობის სამეულში ქართველს მეორე ადგილი ერგო, ხოლო ჟურნალისტებისგან ყველაზე ნაკლები ქულა მიიღო – მხოლოდ სამველ ავაკიანმა მიიჩნია იგი ტურის საუკეთესოდ, ხოლო ალექსეი ლებედევმა მესამე პოზიცია გაიმეტა. დანარჩენებს სოლომონი სამეულში არ შეუყვანიათ.

თუმცა, საბოლოო ჯამში ქართველმა ტურის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მაინც მოიპოვა. აქვე გეტყვით, რომ აგვისტოს საერთო ჩათვლაში 25 წლის მცველი 12 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ ალექსანდრ კოკორინს ჩამორჩება, რომელსაც უკვე 23 ქულა აქვს მიმდინარე თვეში მოხვეჭილი.

შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველიამ მე-5 ტურში ყოფილი გუნდის, ყაზანის “რუბინის” კარი 90-ე წუთზე აიღო და საკუთარ გუნდს ქულა მოუტანა. საერთოდ, მის ანგარიშზე 5 ტურში 2 გატანილი გოლია,ოთხჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში, პლუს ივლისშიმოსკოვის “ლოკომოტივის” თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

0.114604