ფეხბურთი

23:01 | 10.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა: “დილას” არ გაუთენდა

ეროვნული ლიგის 22-ე ტური გორში დაიწყო – ადგილობრივმა “დილამ” თბილისის “საბურთალო” მიიღო და ხანგრძლივი პაუზის მერე გამარჯვებას გეგმავდა, მაგრამ გამოჩნდა, გორელთა მდგომარეობა უკვე საგანგაშოა.

ფაქტია, ეს “დილას” მიჯრით მეხუთე მარცხია და გასავარდნი ზონა ერთ ნაბიჯშია. “თენგიზ ბურჯანაძეზე” გამართულ შეხვედრაში კი, “საბურთალომ” დამსახურებულად მოიგო. საერთოდ, გია ჭიაბრიშვილის გუნდი ჩინებულ ფორმაში შევიდა და ბოლო ორ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმი გამოიმუშავა – 6:0 “ლოკომოტივთან” და “დილასთან” – 2:0.

დღევანდელი მატჩის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა – ჯერ გიორგი ხარაიშვილმა გახსნა ანგარიში, ხოლო თამაშის მიწურულს ირაკლი ბიძინაშვილმა სხვაობას უფრო სოლიდური სახე მისცა.

“საბურთალო” ამ გამარჯვებით მეოთხე ადგილზე აღზევდა, თუმცა სამეული ჯერ კიდევ შორსაა. “დილაზე” ზემოთაც აღვნიშნეთ: 5 მატჩიანი წაგებების სერია და მერვე ადგილი სატურნირო ცხრილში...

“დილა” – “საბურთალო” 0:2 (0:1)

გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”

“დილა”: ბეგაშვილი, პაპავა, რაზმაძე, კუსიანი, ტარავალიე (აშორტია 80), აბუბაკარი, სოფრომაძე, კირკიტაძე (ალჰასანი 46), ფლავიო, ძარია (ძარია 61), პედრინიო

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

“საბურთალო”: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი, შინდაგორიძე, ხარაიშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი (ნადარაია 63), თარხნიშვილი, კოხრეიძე (ნდუე 64), ვოლკოვი (ბიძინაშვილი (76)

მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

გოლები: 0:1 ხარაიშვილი (55), 0:2 ბიძინაშვილი (80)

გაფრთხილება: ძარია (44) – მარგველაშვილი (8), კოხრეიძე (62), კუპატაძე (68), მამუჩაშვილი (70)

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121154