2016/17 წლების სეზონის საუკეთესო გოლის ავტორის გამოსავლენად უეფამ 7 კანდიდატი დაასახელა. აღნიშნული ინფორმაცია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. გამარჯვებულს გულშემატკივრები უეფას ვებგვერდზე ხმის მიცემის პროცედურით გამოავლენენ. საუკეთესო გოლის ავტორი 29 აგვისტოს გამოცხადდება.