ფეხბურთი

20:40 | 10.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ფოსუ-მენსა გაანათხოვრა

ჰოლანდიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი ტიმოთი ფოსუ-მენსა "მანჩესტერ იუნატედმა" "კრისტალ პალასში" ერთი წლით გაანათხოვრა. აღნიშნული ინფორმაცია "არწივების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

უკანახაზელი "წითელმა ეშმაკებმა" 2014 წელს "აიაქსიდან" დაიმატეს და მთავარ გუნდში ორი წლის შემდეგ დააწინაურეს. გასულ სეზონში ახალგაზრდა მოთამაშემ 11 შეხვედრა ჩაატარა, სულ კი "მანჩესტერის" მაისური 21 მატჩში აქვს მორგებული. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 2.5 მილიონი ევროა.

0.120388