ფეხბურთი

20:05 | 10.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" დემბელე დასაჯა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევი უსმან დემბელე "დორტმუნდმა" მომავალ კვირამდე დასაჯა და ფეხბურთელი ვარჯიშს ვერ შეძლებს. გერმანულმა კლუბმა დაადასტურა, რომ "ბარსელონასგან" შემოთავაზება მიიღო, შედეგად კი 20 წლის მოთამაშემ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დღეს ვარჯიში გააცდინა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი ევრო შესთავაზა "ბლაუგრანამ" "დორტმუნდს", თუმცა გერმანელებმა დემბელეს ტრანსფერზე უარი განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით, უსმანის სანაცვლოდ "ბორუსია" 150 მილიონ ევროს ითხოვს.

0.11566