ფეხბურთი

19:38 | 10.08.2017 | ნანახია NaN - ჯერ

გაბონელი ლეგიონერი “სამტრედიაში”

საქართველოს მოქმედ ჩემპიონ “სამტრედიას” შემადგენლობაში გაბონელი მცველი ანრი ნდონგი ითამაშებს. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ახალწვეული გუნდს დღეს შეუერთდება და მზადებას დაიწყებს, მატჩებში კი ტრანსფერის დადასტურების შემდეგ შეძლებს მონაწილეობას.

ნდონგი 24 წლისაა, პროფესიონალური კარიერა 2010 წელს გაბონურ “ბიტამში” დაიწყო, საიდანაც 2012 წელს ფრანგულ “ოსერში” გადავიდა. თავიდან სარეზერვო გუნდში უწევდა თამაში, მერე კი ძირითადში საფრანგეთის ლიგა 2-ის 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გასულ წელს ფეხბურთელმა საფრანგეთი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მიმდინარე წელს ლიტვურ “სუდუვაში” ჩაირიცხა, სადაც 12 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

ანრი ნდონგს 15 მატჩი აქვს ჩატარებული გაბონის ეროვნულ ნაკრებში და მის ანგარიშზე 1 გოლი ირიცხება. “ტრანსფერმარკეტი” ფეხბურთელს ამ დროისთვის 200 000 ევროდ აფასებს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:16 | 02.09.2015
federerjamesliverpooldelpotro (17151)

წარმატებები

12:58 | 01.09.2015
BEERTRANCE (97819)

წარმატებები, აბა თქვენ იცით

12:51 | 01.09.2015
XaLaLa (284)

წარმატებები ჩვენს მოჭადრაკე მანდილოსნებს, ძალიან მაგრები არიან...

0.06868