ფეხბურთი

0:14 | 10.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

იური სიომინი: "მადლობა ღმერთს, კვირკველიამ გაიტანა"

სოლომონ კვირკველია დიდებულ პერიოდს განიცდის – რუსეთის პრემიერლიგის მეხუთე ტურში ჩვენებურმა ყაზანის “რუბინზე” შური იძია და “ყაზან არენაზე” მსაჯის კომპესირებულ დროში გოლი გაუტანა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

მატჩის შემდეგ მოსკოველთა გამოცდილმა თავკაცმა იური სიომინმა ისაუბრა და ბუნებრივია, კვირკველიაც ახსენა:

“ყაზანში თამაში ყოველთვის რთულია და არც დღეს ყოფილა გამონაკლისი. პირველ ნახევარში “რუბინმა” გვაჯობა, ჰქონდა მომენტები, მაგრამ ზეწოლას გავუძელით. ჩვენს სამუშაო ბევრი გვაქვს.

ჩემი გუნდი ვაბანკზე წავიდა და შევუტიეთ, მაგრამ “რუბინი” დაცვაში ბრწყინვალედ თამაშობდა – მადლობა ღმერთს, კვირკველიამ გაიტანა”, - აღნიშნა სიომინმა.

შეგახსენებთ, მოსკოვის “ლოკომოტივი” ხუთი ტურის შემდეგ 13 ქულით “ზენიტთან” ერთად თანალიდერია. სოლომონ კვირკველია კი უბრალოდ ფანტასტიკურ სეზონს ატარებს – განვლილი 4 ტურიდან სამჯერ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ივლისის თვეში “ლოკომოტივის” საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

დიდი ალბათობით, ტურის სიმბოლურში იგი მეხუთე ტურის მერეც მოხვდება – ლოგიკურიცაა, ყოფილ გუნდს სამი ქულა ცხვრიწინ ააცილა. ქართველის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 5 მატჩი და 2 გოლია. საგულისხმოა, რომ სოლომონის ორმა გოლმა “რკინიგზელებს” 4 ქულა მოუტანა.

0.247032