ფეხბურთი

0:55 | 10.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ნიცას" თავის ტკივილი: ბალოტელი და სნეიდერი

ფრანგული “ნიცა” უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩს სერიოზული დანაკლისით ხვდება. როგორც კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ლუსიენ ფავრმა დაანონსა, მარიო ბალოტელი და ვესლი სნეიდერი “ნიცას” ვერ დაეხმარებიან.

იტალიელმა ტრავმა ამსტერდამის “აიაქსთან” დაპირისპირებისას მიიღო და ჯერ კიდევ ლაზარეთშია, ხოლო ჰოლანდიელი კარგა ხნის უთამაშებელია და როგორც შვეიცარიელმა თქვა, მას ჯერ კიდევ დრო სჭირდება ფორმის აღსადგენად.

“ნიცა”, რომელიც ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტია “ნაპოლისთან” პირველ მატჩს 16 აგვისტოს, იტალიაში ჩაატარებს.

0.112358