სხვა

22:20 | 9.08.2017 | ნანახია 1413 - ჯერ

ბექა ორჯონიკიძე: "იაპონიამ გამოცდილების ხარჯზე გვაჯობა"

საქართველოს ხელბურთის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბექა ორჯონიკიძემ WORLDSPORT.GE-სთან მატჩის დასრულების შემდეგ შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ დღეს ქართველებს მრავალი წუნი ქონდათ. ქართველი სპეციალისტის თქმით მისი გუნდი ნაკლებად გამოცდილია და სწორედ გამოცდილების ხარჯზე დამარცხდნენ.

"მიზეზი შემიძლია ერთი ვთქვა - გამოცდილება. ჩვენი და იაპონიის გამოცდილება სხვადასხვაა. დღევანდელი მატჩისთვის იაპონია უკეთ მომზადებული აღმოჩნდა. ჩვენს თამაშში ბევრი ტექნიკური წუნი გვქონდა, რამაც განაპირობა ეს ყველაფერი. მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდს სწორედ ის დავალებები მივეცით, რითიც იაპონელების წინააღმდეგ სწრაფად უნდა გვეთამაშა, მაგრამ დაღლილობამ თავი იჩინა და შეხვედრა ჩვენს საწინააღმდეგოდ და იაპონიის სასარგებლოდ შემოტრიალდა.

არსენაშვილი მთავარი ფიგურაა როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში და მისმა არყოფნამ თავი იჩინა, განსაკუთრებით დაცვითი თამაშის დროს", - გვითხრა ორჯონიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 11 აგვისტოს, 18:00 საათზე ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:33 | 10.08.2017
პანტელეიმონი (4347)

არაუშავს, გამოცდილების დგროვებაც საქმეა, წარმატებას გისურვებთ ! ! !

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117622
სარეკლამო ადგილი - 99
X x X