ფეხბურთი

20:31 | 9.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვენტურამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯანპიერო ვენტურამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ვენტურამ "სკუადრა აძურა" 2016 წლის ივლისში ჩაიბარა. მას შემდეგ ჯანპიეროს გაწვრთნილმა გუნდმა 10 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 1 შეხვედრაში (საფრანგეთთან) მარცხი განიცადა.

0.115898