ფეხბურთი

21:00 | 9.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდმა" სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა

"ბარნლის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ანდრე გრეი "უოტფორდში" გადავიდა. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 26 წლის მოთამაშემ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. "უოტფორდს" ტრანსფერი 18 მილიონ გირვანქა სტერლინგი დაუჯდა, რაც კლუბისთვის სარეკორდოა.

გრეი "შრიუსბერის" აკადემიის აღზრდილია. ფეხბურთელი 2015 წელს "ბარნლიში" "ბრენტფორდიდან" გადავიდა. პრემიერლიგის გასულ სეზონში ანდრემ 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.907979