ფეხბურთი

20:00 | 9.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" მაჰრეზის სანაცვლოდ 40 მილიონს გადაიხდის

"რომა" "ლესტერს" ალჟირის ეროვნული ნაკრების შემტევის რიად მაჰრეზის სანაცვლოდ 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს შესთავაზებს. აღნიშნული ინფორმაცია Sky Italia-მ გაავრცელა. მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში იტალიელები უკვე მეოთხედ შეეცდებიან აფრიკელი ფეხბურთელის დამატებას.

წინა შემთხვევაში "მელიებმა" 32 მილიონი იუარეს და ამჯერად თანხა მეოთხედით გაიზარდა. მაჰრეზი მზადაა "ლესტერიდან" წავიდეს, თუმცა როგორც ცნობილია რიადს ინგლისში ოჯახთან ახლოს უნდა დარჩენა. ჯერჯერობით უცნობია ფეხბურთელის პოზიცია "რომას" წინადადებაზე.

გასულ სეზონში მაჰრეზმა 48 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. შემტევის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა.

0.112119