მადრიდის “რეალის” შემტევი ნახევარმცველი ისკო, კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. ეს გადაწყვეტილება კლუბმა და ფეხბურთელმა ევროპის სუპერთასის მატჩის დასრულების შემდგომ ერთობლივად მიიღეს.
“ყველაფერი გადაწყვეტილია. ვფიქრობ, ახალ კონტრაქტს ძალიან მალე გავაფორმებთ”, - უთხრა ისკომ EშPN-ს.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ესპანელი “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოგებული ევროპის სუპერთასის მატჩის (2:1) საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.